ხაინდრავა ლიუბლიანაში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით ლუბლიანაში (სლოვენია) გაემგზავრა, სადაც 15-16 ნოემბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.  


შეხვედრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის ინიციატივით იმართება.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებულ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმის ძირითად პრინციპებს და მისი განვითარების მიმართულებებს წარმოადგენენ. 


გიორგი ხაინდრავა შეხვედრაზე შსკ-ს არსებული ფორმატის დახვეწის და სამშვიდობო ოპერაციების ეფექტურობის საკითხის დაყენებასაც გეგმავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version