გენშტაბის უფროსი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 15 ნოემბერს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსების ყოველწლიურ გეგმიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


ლევან ნიკოლეიშვილმა გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) მიმდინარეობის საკითხიც იქნება განხილული. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version