ლავროვი: დასავლეთმა უნდა აღიაროს რუსეთის ინტერესები ყოფილ საბჭოთა სივრცეში

BBC-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა დასავლეთს აღიაროს, რომ რუსეთს ლეგიტიმური ინტერესები გააჩნია ყოფილ საბჭოთა სივრცეში.


ლავროვმა BBC-ს განუცხადა, რომ მოსკოვს სურს სტაბილურობა და კეთილდღეობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აღიარებს ევროკავშირის და აშშ-ს ინტერესებს რეგიონში სტაბილურობისა და ენერგორესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. 


ბელორუსის რეჟიმთან დაკავშირებით ლავროვმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შესაძლებელია რეგიონისთვის დასავლური დემოკრატიის თავზე მოხვევა. 


“ჩვენ მიგვაჩნია, რომ არავის აქვს უფლება მოსთხოვოს ამ ქვეყნებს, მათ უმეტესობას, მიიღონ კანონები, რაც მათ დასავლური ტიპის დემოკრატიებად აქცევთ. მსოფლიოში არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების ერთიანი მოდელი. მსოფლიოში არ არსებობს დემოკრატიის უცაბედი დამყარების მაგალითები“, – განაცხადა მან.


ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით, ლავროვმა განაცხადა, რომ “ჩვენი [დასავლელი] პარტნიორების ინტერესების ლეგიტიმურობის აღიარებით, ჩვენ ველით, რომ ისინი ასევე აღიარებენ ჩვენი ინტერესების ლეგიტიმურობას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენს საზღვრებს ემიჯნება, და რომლებიც სულ რაღაც 15 წლის წინ ერთი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდნენ, ისინი ჩვენთან კვლავ დაკავშირებულნი არიან ეკონომიკური, კულტურული და სოციალური თვალსაზრისით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღესდღეობით დაახლოებით 25 მილიონი რუსი ცხოვრობს რუსეთის მოსაზღვრე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version