შსკ–ს სხდომა მოსკოვში განახლდება

24-25 ოქტომბერს სამთვიანი პაუზის შემდეგ მოსკოვში ჩატარდება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა, იუწყება 13 ოქტომბერს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური.


საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, მოსკოვში წარმოადგენს ქართული მხარის მიდგომებს შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატთან და სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

შსკ–ს სხდომის გამართვა სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ შევიდა. ცხინვალის ინციდენტის გამო შსკ–ს ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ხოლო მოგვიანებით ქართულმა მხარემ არსებული ფორმატს “უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ  საქართველო უარს იტყვის  მასზე.


შერეული საკონტროლო კომისია ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილეოთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. იგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1992 წლის შეთანხმების შესრულების მიზნით შეიქმნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version