ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დირექტორები თბილისს სტუმრობენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შვიდი დირექტორი 12 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა.


ბანკის მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ვიზიტის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღება.


საქართველოში ბანკის მთავარ სტრატეგიულ ორიენტაციას კერძო სექტორის საქმიანობის და ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხარდაჭერით ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს. 


ბანკის დირექტორები თბილისში შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version