სოხუმი მხარს უჭერს რუსი სამშვიდობოების დარჩენას აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 12 ოქტომბერს “რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს “მორალური უფლება“ გამოიყვანოს სამშვიდობოები კონფლიქტის ზონიდან, რადგანაც მათი გამოსვლა “ხელს შეუწყობს საქართველოს აგრესიულ ზრახვებს“.


მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილება “ნიშნავს საქართველოს სურვილს გააღვივოს ახალი კონფლიქტი“.


“საქართველოს სამხედრო რიტორიკა და მისი მილიტარიზაცია ჩვენი მეზობლის აგრესიულ ზრახვებზე მეტყველებს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.


“თუ სამშვიდობოები გავლენ, გაეროს სამხედრო დამკვირვებლები ვეღარ განაგრძობენ მუშაობას, ეს ჩაშლის ყველა შეთანხმებას და მთელ  სამშვიდობო პროცესს“, – დასძინა მან.


შამბამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს უფლება მოითხოვოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა ცალმხრივად, აფხაზური მხარის თანხმობის გარეშე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version