კრიზისი გარდაუვალია, თუ 2006 წელს კონფლიქტები არ მოგვარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 11 ოქტომბერს ლონდონში თავის ბრიტანელ კოლეგასთან ჯეკ სტროუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოში “2006 წელს მნიშვნელოვანი და რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას გაყინული სამშვიდობო პროცესიდან გამოსასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში 2007 წელი კრიზისული იქნება საქართველოსთვის“, იტყობინება 12 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.  


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამშვიდობო პროცესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “გაყინულია“, რაც “აბსოლუტურად მიუღებელია“ საქართველოსთვის და “ასევე მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“.


სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის როლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესში “გაუგებარი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version