რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

“საქართველოს რკინიგზის“ დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯერ-ჯერობით არ სახელდება კონკრეტული მიზეზები.


დავით ონოფრიშვილი რკინიზგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გასული წლის მაისში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე შეცვალა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version