სასაზღვრო უწყების დელეგაცია ბაქოში გაემგზავრა

საზღვრის დაცვს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია თავმჯდომარის ბადრი ბიწაძის ხელმძღვანელობით 27-29 სექტემბერს სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელთა მორიგ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ბაქოში გაემგზავრა.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები იქნება განხილული,  მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საერთაშორისო ტერორიზმის, არალეგალური მიგრაციის, ნარკოტიკული ნივთიერებების და მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვის  წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.


შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version