აფხაზეთში საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული

თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გამწვავებისა და ცხინვალში სროლების გამო აფხაზეთში საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული, გაძლიერებულია სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დაცვა, იუწყება 21 სექტემბერს “აფსნიპრესი“.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც 20 სექტემბერს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა, “აფსნიპრესის” ცნობით, კვლავ ცხინვალში იმყოფება.


20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის  მიხედვითაც საღამოს 7 საათზე ქართულ სოფელ ერგნეთიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც  შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი წლის ბავშვი, დაშავდა. თუმცა ქართულმა მხარემ უარყო 20 სექტემბრის საღამოს ცხინვალში განვითარებულ მოვლენებში რაიმე სახის მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version