პარლამენტმა დეპუტატების ბიზნესინტერესების გამოსაძიებლად კომისია შექმნა

დღეს პარლამენტმა 136 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებულ წინადადებას, საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან“ დეპუტატების კანონსაწინააღმდეგო კავშირის დასადგენად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დამტკიცების შესახებ.


“ჩვენი სურვილია, რომ დეპუტატის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა 16 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, პარლამენტი კომისიის შემადგენლობისა და თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ ორ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას.


კომისიის შექმნის მიზეზი გახდა დეპუტატ კობა ბექაურზე სტუდია “რეპორტიორის” მიერ გადაღებული საგამოძიებო ფილმი, რომლის მიხედვითაც ბექაური საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ უკანონო საქმიანობაში არის დადანაშაულებული.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version