სოხუმი სააკაშვილის და ოქრუაშვილის განცხადებებზე კომენტარს აკეთებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 12 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმება ქართველებსა და აფხაზებს შორის “ნაკლებ შესაძლებელი“ იქნება, სანამ საქართველო არ აღიარებს თავის შეცდომას, რომელმაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.   


შამბამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო არ მოუხდის ბოდიშს აფხაზეთს და ამ პოზიციის მიმდევრებს “კაპიტულანტები“ უწოდა.


“ეს ხალხი ხშირად გვეუბნება ჩვენ, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ აფხაზეთის გამო. რისთვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? აფხაზეთიდან 250 000 უმწეო ადამიანის გამოძევებისთვის [1993 წელს]? სად არის სამართალი? ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ და არა კაპიტულანტების მხარეზე“, – განაცხადა სააკაშვილმა თბილისში “ახალგაზრდა პატრიოტთა“ ფორუმზე.


ამავე ფორუმზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი რამდენიმე დღე ფარულად იმყოფებოდა აფხაზეთში. თუმცა, აფხაზეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.


“ეს [განცხადება] სუფთა პოპულიზმია“, – განუცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ “რეგნუმს“ 12 სექტემბერს.


“ეს არის ტყუილი და პროვოკაცია“,  – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის სიტყვებზე დაყრდნობით.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version