ვიცე-სპიკერი კანონმდებლების ინტერესთა კონფლიქტის გამოძიებას მოითხოვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი პარლამენტარებს სპეციალური კომისიის შექმნას შესთავაზებს, რომელიც როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან კანონმდებლების ინტერესთა კონფლიქტის საკითხს გამოძიებს.


“მე გამოვდივარ წინადადებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ზოგიერთი პარლამენტარის ინტერესთა კონფლიქტს გამოიძიებს საბაჟო ტერმინალ “ოპიზა“-სთან დაკავშირებით. თუმცა, ამ კომისიას ასევე მოუწევს დეპუტატ დავით გამყრელიძის [“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის] საქმიანობის გამოძიებაც 1994 წლიდან მოყოლებული“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.


ვიცე-სპიკერის ეს განცხადება უკავშირდება დეპუტატ გამყრელიძის ბრალდებებს, რომელმაც 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მაჭავარიანი და დეპუტატი კობა ბექაური საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ უკან დგანან. გამყრელიძის თქმით, საბაჟო ტერმინალთან დაკავშირებული უკანონო საქმიანობა ასევე კავშირშია ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრებასთან.


მაჭავარიანმა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ბრალდებები, სანაცვლოდ გამყრელიძე 90–იანი წლების დასაწყისიდან უკანონო სადაზღვევო საქმიანობაში დაადანაშაულა. დავით გამყრელიძე სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ დამფუძნებელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version