2005 წელს აშშ-მ საქართველოს ფინანსური დახმარება გაუზარდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 29 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2005 ფისკალურ წელს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით საქართველოს 138,9 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.


ეს 36,8 მილიონი აშშ დოლარით აღემატება 2004 წელს გამოყოფილ დახმარებას, რომელმაც 102,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


ამ თანხის ნახევარზე მეტი  – 71,7 მილიონი აშშ დოლარი – უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელშეწყობის პროგრამებზე წარიმართება.


დანარჩენ სექტორებზე თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:


ეკონომიკური და სოციალური რეფორმები – 44.5 მილიონი დოლარი;
დემოკრატიული პროგრამები – 14.9 მილიონი დოლარი;
ჰუმანიტარული დახმარება – 4.9 მილიონი დოლარი;
სექტორებათაშორისო ინიციატივები – 2.9 მილიონი დოლარი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version