საქართველოს, რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის წარმომადგენლები 11 ივლისს თბილისში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგების ტექნიკურ დეტალებს განიხილავენ.
მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდებიან ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებაზე, რომელიც ზუგდიდისა და სოხუმის დამაკავშირებელი 60-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ შეფასების შედეგები 2005 წლის ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)