ბეჟუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი 26 ივნისს სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიემგზავრება.


ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 ივნისიდან 2 ივლისამდე გელა ბეჟუაშვილი შეხვედრებს გამართავს ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, პრეზიდენტების თანაშემწეებთან უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში.


ვიზიტის მთავარი მიზანია ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version