საქართველოს პრეზიდენტი მონაკოში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამდღიანი ვიზიტით მონაკოში მიემგზავრება, სადაც “კრანსმონტანას” ყოველწლიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 


ფორუმზე, რომელიც 1989 წლიდან ტარდება, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და ბიზნესის წარმომადგენლები იკრიბებიან.


ფორუმის ვებ-გვერდი იტყობინება, რომ რიგით მეთექსვმეტე ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ასევე სენეგალის პრეზიდენტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფორუმის ყოველწიულ ჯილდოს მიიღებენ.


ეს ჯილდო სახელწოდებით – The PRIX DE LA FONDATION  – გადაეცემათ საერთაშორისო არენაზე გამორჩეულ პირებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version