სხეფერი: საქართველო და უკრაინა არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსულ გაზეთ Аргументы и факты-ის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ჯერ არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის.


“ნატოს კარი ყველასთვის ღიაა. თუმცა, ვერ ვიტყვი როდის შეძლებენ საქართველო და უკრაინა ჩვენთან შემოერთებას. ორივე ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად არაა მზად ნატოს წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ პარტნიორობას და გადავდგავთ ნაბიჯებს ერთმანეთისკენ – მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც ეს საქართველოს და უკრაინას სურთ. პირველ რიგში, ჩვენმა მეგობრებმა უნდა გადაწყვიტონ რომელი გზით წავიდნენ წინ, რადგანაც მხოლოდ სიტყვები ნატოს წევრობის სურვილის შესახებ საკმარისი არ არის“, იტყობინება გაზეთი Аргументы и факты ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებზე დაყრდნობით. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version