ერაყში ქართველი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა

დღეს ერაყში ერთი ქართველი სამშვიდობო ნაღმის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა.  ჯერ-ჯერობით არ სახელდება დაჭრილის ვინაობა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა.


ამ დროისათვის ქართველი სამხედრო გადაყვანილია გერმანიაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. დაჭრილ სამხედროს ზედა მაჯის ამპუტაცია დასჭირდა. 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამშვიდობოები ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ქალაქ ბაქუბაში გადაადგილების დროს ნაღმზე აფეთქდნენ, რის შედეგადაც ერთი ქართველი დაიჭრა და სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

2003 წლის აგვისტოდან 8 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა ერაყში, სადაც საქართველოს 850–კაციანი სამშვიდობო მისიაა წარგზავნილი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version