პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყურადღების მიღმა დატოვა ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტარის პროტესტი იმ ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის კერძო ინვესტორთა მოწვევის მიზნით ჩატარდა.
ამ ტენდერის შედეგების თანახმად, სამი კომპანიისგან – თურქული Çelebi Group, ლუქსემბურგში განთავსებული Gestion en Technique Spéciale (GTS) და ამერიკული A&J – შემდგარი კონსორციუმი 62 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
სააკაშვილი, რომელიც აეროპორტის ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, მიესალმა თურქული Çelebi Group-ის მიერ წარდგენილ პროექტს და განაცხადა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ტენდერი უსამართლოდ ჩატარდა, უსაფუძვლოა.
რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს 330/340 ტიპის თვითმფრინავებს და საათში 2000 მგზავრს. რეკონსტრუქციის შემდეგ სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი ერთობლივად განახორციელებს აეროპორტის მართვას მომდევნო ათნახევარი წლის განმავლობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)