აფხაზური პარტიები და მოძრაობები ანქვაბზე თავდასხმას გმობენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლენიანმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა და პარტიებმა 2 აპრილს შეშფოთება გამოხატეს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ამ ტეროტირისტული აქტის უკან ის ხალხი დგას, ვისაც არ სურს რეფორმები და ცვლილებები, რაც ბოლოს მოუღებს კრიმინალებს და უკანონობას.


განცხადებას ხელს აწერენ “ამცახარას“, “აიტაირას“, “გაერთიანებული აფხაზეთის“ და “დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის“ წარმომადგენლები.


ანქვაბი უკვე მეორედ გადაურჩა სიკვდილს, როდესაც 1 აპრილს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, არც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის და არც ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია არ დაშავებულან. ინციდენტის შედეგად მხოლოდ მძღოლი დაიჭრა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version