საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციაზე ვერ შეთანხმდნენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა 28–29 მარტს თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე “ვერ მიაღწიეს წინსვლას” ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა 30 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


მისი თქმით, მხარეები საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ სექტორებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. თუმცა გომიაშვილს საზღვრის კონკრეტული მონაკვეთები არ დაუსახელებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version