სააკაშვილი: სუუამი ბალტია-შავი ზღვის სტაბილურობის და ევროინტეგრაციის მექანიზმია

უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 მარტს განაცხადა, რომ რეგიონალურმა ორგანიზაცია სუუამმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მქონე ქვეყნების კავშირის როლი უნდა ითამაშოს.


ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 22 აპრილს კიშინიოვში დაგეგმილ სუუამის სამიტზე ლიტვის პრეზიდენტიც არის მიწვეული.

“ამ სამიტს რუმინეთის პრეზიდენტიც დაესწრება”, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


“საუბარია ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში სტაბილურობის დამყარებაზე“, განაცხადა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ეს კავშირი რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.


პრეზიდენტმა იუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა–საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა სუუამის ფარგლებში მათ დსთ–დან გამოსვლას არ ნიშნავს, იუწყება 25 მარტს “ინტერფაქსი”.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version