შევარდნაძე იზრუნებს, რომ ახალმა საარჩევნო ბლოკმა არჩევნებში გაიმარჯვოს

(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აპირებს იზრუნოს იმისთვის, რომ ახლადშექმნილმა საარჩევნო ბლოკმა – “ახალი საქართველოსთვის”, რომლის ლიდერადაც იგი აირჩიეს 5 პარილის შეხვედრაზე სახელმწიფო კანცელარიაში, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ამის თაობაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოიუნტერვიუში განაცხადა.

“ეს არის ფართო პოლიტიკური გაერთიანება, საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაწევრიანებული არიან ცნობილი პიროვნებები, ამის გამო გადავწყვიტე ჩავდგომოდი სათავეში ამ ბლოკს და კონსტიტუციის ფარგლებში ვიბრძოლებთ, რომ ბლოკმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიოს საპარლამენტო არჩევნებში”, – აცხადებს შევარდნაძე.

მისი თქმით, იგი არ აქცევს ზურგს “მოქალაქეთა კავშირს”. “ჩემი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ზურგს ვაქცევ მოქალაქეთა კავშირის წევრებს, რომლებმაც არ მიღალატეს და რომელთა დახმარებითაც შევძელით თავის დროზე ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა”, – განაცხადა შევარდნაძემ.

მისი თქმით, მოქალაქეთა კავშირი თავის მხრივ სოციალისტურ პარტიასთან, მრეწველებთან და და ახლად შექმნილ სახალხო მოძრაობა “დიდი აბრეშუმის” გზასთან ერთად იბრძლოებს არჩევნებში გამარჯვებისათვის.

ახალი საარჩევნო ბლოკის საბოლოო ჩამოყალიებას, პრეზიდენტის პროგნოზით,Y1-2 თვე დასჭირდება. ამჟამად სახელმწიფო მინისტრთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ბლოკის საარჩევნო კამპანიას საფუძვლად დაედება პრეზიდენტის მიერ გასულ წელს პარლამენტისთის წარდგენილი პროექტი “ახალი პროექტი ახალი საქართველოსთვის”, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, სოციალური დაცვის განვითარებას, სახელფასო მინიმუმის ეტაპობრივ ზრდას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობოის აღდგენას. პრეზიდენტის განცხადებით მომავალმა პარლამენტმა ამის გაკეთება რეალურად უნდა შეძლოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version