“გაზპრომი” შაჰ-დენიზიდან გაზის მიწოდებას შორეულ პერსპექტივას უწოდებს

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “”გაზპრომს” უპრობლემოდ შეუძლია საქართველოს გაზით უზრუნველყოფა”, – განაცხადა რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის” მეთაურის მოადგილემ ალექსეი რიაზანოვმა 29 სექტემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ აზერბაიჯანთან თანამშრომლობის თაობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. 

რიაზანოვის თქმით, რუსული კომპანია საქართველოს გაზით მომარაგებას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს.

“ჩვენ 300 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მივაწვდით თბილისს [ყოველთვიურად] და იგივე რაოდენობას “რაო ეეს”-ის კუთვნილ ენერგოობიექტებს საქართველოში”, – აღნიშნა რიაზანოვმა.

მისი აზრით, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდება საკმაოდ შორეული პერსპექტივაა.

დღევანდელ რადიოინტერვიუში შევარდნაძე მიესალმა შაჰ-დენიზის პროექტის განხორციელების დაწყებას და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალ ზამთარს აზერბაიჯანიდან 200-300 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

ამჟამად, რუსეთი საქართველოში გაზის ერთადერთ მომწოდებლად რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version