ძალოვნები სვანეთში ანტიკრიმინალურ ღონისძიებებს ამზადებენ

(თბილისი, 6 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ 5 სექტემბრის შეხვედრაზე განიხილეს ანტი-კრიმინალური ღონისძიებების გეგმა, რომლის გატარებასაც სამართალდამცავი ორგანოები სვანეთში აპირებენ.

“სვანეთში რამდენიმე ათეული კრიმინალი იმალება. იქ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარება არ გახდება საჭირო”, – განუცხადა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს 5 სექტემბერს.

“ეს იქნება პროფილაქტიკური ოპერაცია კრიმინალების წინააღმდეგ, რომელშიც პოლიციელთა დიდი რაოდენობა არ იქნება ჩართული. ოპერაციას შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები განახორციელებენ”, – აღნიშნა გახოკიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version