ჟურნალისტები ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან

(თბილისი, 5 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ტელეკომპანია “აჭარის” ჟურნალისტების ცემის ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ.

4 სექტემბერს სახელმწიფო კანცელარიის დაცვის თანამშრომელმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ოპერატორი ცემა და კამერა დაუმტვრია. 

“ჩვენ ვგმობთ მომხდარ ფაქტს და მას ვაფასებთ, როგორც მორიგ მცდელობას დააშინონ ჟურნალისტები, რითაც საფრთხეს უქმნიან სიტყვის თავისუფლებას”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია, რომელიც ქართული მასმედიის 150 წარმომადგენელს აერთიანებს, მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს უმოკლეს ვადაში გამოიძიონ ინციდენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version