კასპის სასამართლომ პენსიონერთა სარჩელი დააკმაყოფილა საპენსიო დავალიანებების დაფარვის თაობაზე

(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კასპის რაიონის სასამართლომ დღეს დააკამყოფილა ადგილობრივი პენსიონერების მოთხოვნა ძველი 1998-99 წლების საპენსიო დავალიანების გაცემასთან დაკავშირებით. პენიონერებმა სარჩელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით შეიტანეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ უნდა დაფაროს დავალიანება 250 ათასი ლარის ოდენობით კასპელი პენსიონერების მიმართ. თუმცა, სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს ერთი თვის ვადა მისცა კასპის რაიონიული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების უზენაესს სასამართლოში გასასაჩივრებლად.

პენსიონერთა საპენსიო დავალიანების დაფარვის თაობაზე პენსიონერების სარჩელი აპრილის თვეში ასევე სამტრედიისა და ქუთაისის სასამართლოებმაც დააკმაყოფილეს. გორში კი ფინანსთა სამინისტროსა და საპენსიო ფონდის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესი ორჯერ გადაიდო.

სამტრედიისა და ქუთაისის სასამართლოების მიერ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოსამართლეებს მოუწოდა, რომ აღარ მიიღონ წარმოებაში ანალოგიური სარჩელები, რათა არ შეიქმნას პრეცედენტები და ასეთი პროცესები მთელი ქვეტნის მასშტაბით არ გაიმართოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version