ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტებმა ცსკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

(თბილისი, 28 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საია და ადამიანთა უფლებების დამცველი სხვა ორგანიზაციები ცსკო-ს მიერ 25 აგვისტოს მიღებული დადგენილების წინააღმდეგ გამოდიან. დადგენილება სახელმწიფო და კერძო საინფორმაციო საშუალებების მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქების პრინციპებს განსაზღვრავს.

“იმედი გვაქვს, რომ საოლქო სასამართლო გააუქმებს ამ დადგენილებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. სხვა გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ შეუძლებელია”, – განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა 28 აგვისტოს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

სამოქალაქო უფლებების დაცვის აქტივისტების განცხადებით, დადგენილება, რომელიც  უკრძალავს სახელმწიფო და კერძო საინფორმაციო საშუალებებს გაუშვან ისეთი რეპორტაჟები, რომლებიც წინა-საარჩევნო აგიტაციას შეიცავენ, არღვევს ამომრჩეველთა უფლებებს ინფორმაციის მიღების თაობაზე, ასევე არღვევს აზრის თავისუფალი გამოხატვის პრინციპს და მასმედიის უფლებას შეზღუდვის გარეშე გააშუქოს ინფორმაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version