ხელისუფლება სვანეთში წესრიგის დამყარებას ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გეგმავს

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებითად მიიჩნევს სვანეთში ანტიკრიმინალური ღონისძიების დაწყების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგოინის კრიმინალური ელემენტებისგან გაწმენდას.

“სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში სვანეთი კრინიმალური ელემენტების თავშესაფარი გახდა, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და ტურისტებს. ამის გამო, ვინც რა უნდა ის ილაპარაკოს, ჩვენ თავად სვანების დახმარებით ამ რეგიონში წესრიგს დავამყარებთ”, – განაცხადა 25 აგვისტოს რადიოინტერვნიუში პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს და შესაბამისი სტრუქტურების მიერ შემუშავდება ღინისძიების გეგმა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებაში მხარდაჭერას სთხოვს.

სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის შესაძლო ჩატარების შესახებ პირველად პრეზიდენტმა 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version