პარლამენტი კვლავ ვერ ახერხებს საბიუჯეტო ცვლილებებზე კენჭისყრას

(თბილისი, 22 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა 21 აგვისტოს ვერ შეძლო კენჭი ეყარა 2003 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისათვის. ოპოზიციური და სახელისუფლებო ფრაქციები კენჭისყრის ჩავარდნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, “ახალმა მემარჯვენეებმა” და “ტრადიციონალისტებმა”, ასევე საგადასახადო შემოსავლების და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების თავჯდომარეებმა საბიუჯეტო დეფიციტში მთავრობა დაადანაშაულეს და მისი გადადგომის საკითხი დააყენეს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს 2003 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, ქვეყანას გაუჭირდება საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე პარიზის კლუბთან შეთანხმების მიღწევა. ბიუჯეტის სეკვესტრი საქართველოსადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი კვლავ შეეცდება კენჭი უყაროს საბიუჯეტო ცვლილებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version