საქართველო უარყოფს ცნობებს საზენიტო დანადგარების გაყიდვისა და “კამიკაძეების” მომზადების თაობაზე

(თბილისი, 22 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 21 აგვისტოს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურმა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი “იგლა” ტერორისტებს მიყიდა. “საქართველოს არ გააჩნია ამგვარი დანადგარები”, – განაცხადა მან.

ხაბურძანიამ “არასერიოზული და უსაფუძვლო” უწოდა ჩეჩნეთში რუსეთის ჯარების სარდლობის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ილია შაბალკინის მიერ 20 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლიც მიხედვითაც, ჩეჩენი ქალები სპეციალურ მომზადებას გადიან “მეზობელ ქვეყანაში”, რათა შემდეგ ტერორისტული აქტები განახორციელონ რუსეთის ტერიტორიაზე. რუსი პოლკოვნიკი საქართველოს გულისხმობდა.

“ყველა ეს განცხადება პროვოკაციის მიზნით კეთდება, რომელთა მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია”, – განუცხადა ხაბურძანიამ ჟურნალისტებს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version