პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მამუკა ნიკოლაიშვილი წარადგინა

(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ წარდგენილ მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

დავით მირცხულავამ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი 12 აგვისტოს დატოვა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში იგი დაინიშნება ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ.

ოპოზიციური ფრაქციები მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგნი არიან. ნიკოლაიშვილი პაატა შევარდნაძის, საქართველოს პრეზიდენტის შვილის უახლოეს მეგობრად არის მიჩნეული.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების წინააღმდეგობის მიუხედავად სახელისუფლებო ფრაქციებს არ უნდა გაუჭირდეთ ნიკოლაიშვილის კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭირო 79 ხმის მოგროვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version