უეფა თბილისში მომხდარ ინციდენტებს გამოიძიებს

(თბილისი, 1 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – უეფა თბილისში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებ გუნდებს ევროპის შორის 2004 წლის ჩემპიონატის ფარგლებში 29 მარტს ჩატარებული შესარჩევი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიებას აპირებს, – ამის შესახებ უეფა-ს წარმომადგენლებმა 31 მარტს განაცხადეს.

უეფა-ს ცნობით, გამოძიება, ძირითადად, შეეხება იმ ინცინდენტს, როცა ირლანდიის ნაკრების მოთამაშეს კევინ კილბანს მაყურებელთა ტრიბუნიდან დასაკეცი დანა ესროლეს. თამაშის დროს, რომელიც ირლანდიელთა სასარგებლოდ 2-1 დასრულდა, სხვა უმნიშვნელო ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი.

“ჩვენ უკვე შევისცავლეთ მსაჯის ანგარიში, რომელიც ამტკიცებს, რომ ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა უეფა-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მაიკ ლიმ. “უეფა ამ საკითხს ჩვენს დისციპლინარულ ორგანოს გადასცემს შემდგომი ქმედებებისთვის”, – განაცხადა ლიმ.

რუსეთმა, რომელიც საქართველოსთან ერთად ასევე შედის საკვალიფიკაციო ჯგუფში, შეშფოთება გამოთქვა 30 აპრილისთვის საქართველოს ნაკრებთან დაგეგმილი შეხვედრის გამო. გასული წლის ოქტომბერში რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე შეწყდა სტადიონის ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიის გამო და 30 აპრილისთვის ამ შეხვედრის გადათამაშებაა დაგეგმილი.

“ჩვენ თამაშისთვის ნორმალური პირობების შემქნას ვითხოვთ”, – განუცხადა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმირ როდიონოვმა სააგენტო “ასოშიეიტედ პრესს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version