ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

(თბილისი, 24 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 23 მაისს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ამის მიზეზად “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ სახელისუფლებო ფრაქციების მხრიდან რეგისტრაციაში მონაწილეობის შეგნებულად არმიღება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ საკითხის გადადება დაასახელა.

“ჩვენ ვტოვებთ დარბაზს და ჩვენს მხარდამჭერებს მოუწოდებთ 3 ივნისს მოვიდნენ პარლამენტის შენობის წინ, რათა გავმართოთ მშვიდობიანი მანიფესტაცია და ხელისუფლებას დავანახოთ, რომ გვსურს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა სხდომაზე დავით გამყრელიძემ.

პარლამნტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოთხოვნის მიუხედავად არ დაეტოვებინათ დარბაზი, “ახალმა მემარჯვენებმა”, “გაერთიანებულმა დემოკრატებმა”, “ნაციონალებმა” და “ტრადიციონალისტებმა” დარბაზი მაინც დატოვეს.

პარლამენტმა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შეძლო კენჭისყრის ჩატარება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებითაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version