ორდღიანი მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან

(თბილისი, 26 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ორი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს აწარმოებდა ოპოზიციურ და სახელისფლებო ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც პარლამენტის შემდგომ სმუშაო გეგმას და საარჩევნო კოდესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას განიხილავდნენ.
 
სახელისუფლებო ფრაქციებიდან ბურჯანაძესთან შეხვედრას მხოლოდ ფრაქცია “ერთობის” ლიდერი ელგუჯა მეძმარიაშვილი დაესწრო.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ გვსურს მოლაპარაკება და მზად ვართ რიგგარეშე სხდომის მოწვევაზეც, რათა მოხდეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა და კენჭისყრა”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” ელგუჯა მეძმარიაშვილმა.

შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომლის თქმითაც, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებითვის, თუ სახელისუფლებო ფრაქციის სურვილიც იქნება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციას შორის შემდგომ თანამშრომლობის შესახებ.

პარლამენტმა წინა სასესიო კვირას ვერ შეძლო კენჭისყრების ჩატარება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქვორუმის არარსებობის გამო, რის გამოც შესაძლოა დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version