თბილისში განახლდება მოლაპარაკებები საქართველო-რუსეთის ჩარჩო-ხელშეკრულების ირგვლივ

(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში რუს ექსპერტთა დაელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი ხელმძღვანელობს.

რუსი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან განაახლებენ მსჯელობას რუსეთ-საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტის ირგვლივ.

აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მხარეებს შორის გასული წლის აგვისტოს თვეში შეწყდა. დოკუმენტის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებზე მხარეები ჯერ კიდევ შარშან შეთანხმდნენ. მოსაგვარებელი დარჩა ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ და სამხედრო სფეორში ურთიერთობებს ეხება.

ქართულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე უხელმძღვანელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version