ირანი მზად არის დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში

(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ირანი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ, ირანული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “ირნას” ცნობით, განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუსეინ ამინიან თუსიმ.

“მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში ირანის საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტს წარმოადგენს”, – აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, საქართველოს
პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მომავალი ვიზიტი ირანში ხელს შეუწყობს უკვე
არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.

აპრილში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ქამალ ქარაზისთან შეხვედრისას შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის გააძლიეროს ურთიერთობები ირანთან
კულტურულ, საგანმანათლებლო და სავაჭრო სფეროებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version