დეპუტატებმა უარი თქვეს სახელმწიფო მინისტრისგან არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მოზმენაზე

(თბილისი, 5 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელისუფლებო ფრაქციებმა უარი განაცხადეს დღეს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო მინისტრის გამოსვლის მოსმენაზე.

ავთანდილ ჯორბენაძის ნაცვლად 1995 და 1999 წლების არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია მოძრაობა “ერთობის” ლიდერმა, პარლამეტის წევრმა ჯუმბერ პატიაშვილმა გააკეთა.

“ორივე არჩევნების გაყალბებაში მთავარი დამნაშავე “მოქალაქეთა კავშირია”, ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ამ პარტიას მიუძღვის”, – განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე პატიაშვილმა.

მან დეპუტატებს გაყალბების შესახებ დოკუმენტაცია წარმოუდგინა და მისი გენერალური პროკურატურისთვის გადაცემა ითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version