სახელმწიფო მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

(თბილისი, 11 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ანზორ ბალუაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა. იგი პასუხისმგებელი იქნება კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაზე.

მანამდე ანზორ ბალუაშვილს ისრაელში საქართველოს კონსულის პოსტი ეკავა. 2001 წლამდე იგი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version