პარლამენტი აფხაზეთში მშვიდობის დამყარებას უჭერს მხარს

(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ 16 ივლისს აფხაზეთის თაობაზე დადგენილება 147 ხმით 1 წინააღმდეგ მიიღო. 

დადგენილების თანახმად, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიმართონ გაეროს უშიშროების საბჭოს გაეროს წესდების მე-7 თავის ამოქმედების თაობაზე, ასევე გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციების ფორმატის შეცვლისკენ და მოამზადონ კონკრეტული წინადადებები სამშვიდობო ოპერაციების ინტერნაციონალიზაციის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს პარლამენტის მიერ ადრე მიღებულ დადგენილებებს რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ დადგენილებების შეუსრულებლობის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version