ქართულ-აფხაზური შეხვედრა სოხუმში

(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაძე დღეს სოხუმში გაეროს ხელშეწყობით აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება.

მხარეები ასევე გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ) 21-22 ივლისს დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადების საკითხებსაც განიხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version