დევნილები სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ

(თბილისი, 1 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ასამდე აფხაზეთიდან დევნილი დღეს სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინათ პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოების მანდატის უვადო გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 30 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსი სამშვიდობოების დატოვებას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.

დევნილები ეჭვობენ, რომ რუსი სამშვიდობოები დატოვებენ აფხაზეთის ტერიტორიას იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე მოითხოვს ამას. ისინი შიშობენ, რომ ეს განაწყვეტილება აფხაზეთში რუსული ჯარების განუსაზღვრელი ვადით დარჩენის იურიდიული საფუძველი გახდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version