პენიტენციალურ სისტემაში ვითარების გართულების მიზეზად შევარდნაძე ნაჩქარევ რეფორმებს მიიჩნევს

(თბილისი, 30 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში ვითარებას ბოლოდროინდელი გართულება რეფორმების ნაჩქარევად გატარებით არის გამოწვეული.

“ნაჩქარევად მოხდა პენიტენციალური სისტემის გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მართალია ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ მოხდა უკან დაბრუნება, მაგრამ ჩვენთან ახლა ეს უკვე დაგვიანებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ვითარების გამოსწორების მიზნით უნდა მოხდეს რეფორმების ეტაპობრივად განხორციელება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version