ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთის მოქალაქეს რადიოაქტიული ნივთიერება აღმოუჩინეს

(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო-სომხეთის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა 26 ივნისს სომხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დაუდგენელი რადიოაქტიული ნივთიერება გადაჰქონდა სომხეთში. 

“რადიოაქტიული ნივთიერების სახეობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ეს ურანი უნდა იყოს. ნივთიერება თბილისში გადმოიგზავნა შესამოწმებლად”, – განუცხადა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ლერი მესხმა “სივილ ჯორჯიას”.

ქართველმა პოლიციელებმა ივნისის დასაწყისში რეიდის დროს ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელსაც ორი ყუთი ცეზიუმი და სტრონციუმი განაჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version