პანკისში სავარაუდო გამტაცებლები დააკავეს

(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიციამ 22 ივნისს პანკისის ხეობაში სამი პიროვნება დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, რამდენიმე  გატაცებასთან არიან დაკავშირებულნი.

ეს სამი პიროვნება გასულ წელს დაღუპული ვეფხია მარგოშვილის ახლო ნათესავები არიან. სავარაუდოდ, საქართველოში მომხდარი გატაცებების უმეტესი შემთხვევების უკან სწორედ მარგოშვილი იდგა.

ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად რომელ გატაცებებში ადანაშაულებენ მარგოშვილის ნათესავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version