გენშტაბის უფროსის ვიზიტი საფრანგეთში

(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ჯონი ფირცხალაიშვილი 18 ივნისს საქმიანი ვიზიტით საფრანგეთში მიემგზავრება. იგი საფრანგეთში თავის კოლეგას, გენშტაბის ხელმძღვანელს გენერალ-მაიორ ანრი ბენდეჟს შეხვდება, სადაც განიხილება სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.

ჯონი ფირცხელაიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩთან გოჩა ჩოგოვაძესათან ერთად დაესწრება ავიაგამოფენას, როემლიც ყოველწლიურად ეწყობა.

23-27 ივნისს ფირცხალაიშვილს დაგეგმილი აქვს ვიზიტი გერმანიის ქალაქ გარმიშში, სადაც მარშალის სახელობის სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის დროს ასევე განიხილება თანამშრომლობის საკითხები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version