აშშ-საქართველოს მოლაპარაკებები ქართული ბაზების შესაძლო გამოყენების თაობაზე

(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს დაადასტურა, ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერაყის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიაში ქართული სამხედრო ბაზების შესაძლო გამოყენების თაობაზე.

24 მარტს იგივე დაადასტურა აშშ-ის საელჩომ თბილისში, როცა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სამეთაუროში, ფლორიდის ქალაქ ტამპაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკული არმიის წარმომადგენლები ასეთი შესაძლებლობის შესახებ მსჯელობენ.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუქეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ანტიერაყული კოალიციის ჯარებს თურქეთის სამხედრო ბაზების გამოყენება აეკრძალათ, გაიზარდა ამერიკული ავიაციის მიერ საქართველოს სამხედრო აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობა, ძირითადად, ლოგისტიკის მიზნებისთვის.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version