თბილისში ახალი ტელეკომპანია იხსნება

(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში ტელეკომპანია “იმედია” პრეზენტაცია შედგა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილია. მას ტელეკომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია.

როგორც პატარკაციშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, ახალი არხი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ცნობილ ქართულ ტელეარხებს. “ჩვენ შევკრიბეთ თანამოაზრენი და ერთი იდეის გარშემო ვიმუშავებთ, მაგრამ არცერთ პოილიტიკურ ძალაზე დამოკიდებული არ ვიქნებით”, თქვა პატარკაციშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version