აშშ სამშვიდობოების მანდატის გაგრძელებას უჭერს მხარს, რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისგან

(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის ექვსი თვით გაგრძელებას, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ისევე როგორც საქართველოს, შეერთებული შტატებსაც სურს იხილოს სწრაფი პროგრესი კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მხრივ,” ნათქვამია ბაუჩერის განცხადებაში, რომელიც 13 თებერვალს გაკეთდა.

“ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას რუსეთის მხრიდან ერთპიროვნულად სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ არავინ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლელიც აფხაზეთის სეპარატისტულ სტატუს გაამყარებს,” აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.

აშშ ასევე მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებას ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” პრინციპებზე გათვალისწინებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version